"თუ არჩევნებს პროევროპული ძალები მოიგებენ, ალბათ, მათ გვერდით ვიქნები ნებისმიერ პოზიციაზე" - პრეზიდენტი

16.10.24 22:29
"თუ არჩევნებს პროევროპული ძალები მოიგებენ, ალბათ, მათ გვერდით ვიქნები ნებისმიერ პოზიციაზე" - პრეზიდენტი

საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ საერთაშორისო გამოცემა Politico-ს მისცა.

ქვეყნის მთავარსარდალმა გავლენიან გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "თუ არჩევნებს პროევროპული ძალები და ქარტიის მხარდამჭერი პარტიები მოიგებენ, ალბათ, მათ გვერდით ვიქნება, რათა ქარტია ევროპულ საბჭოზე წარვადგინო და მოლაპარაკებების დაწყება უზრუნველყო".

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას "ნანობს" პრეზიდენტი ყველაზე მეტად, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: "ჩვენ ხელიდან გავუშვით [ევროკავშირთან] მოლაპარაკებების გახსნის პირველი შანსი". 

მსგავსი სიახლეები