როგორც ჩანს, ივანიშვილის კავშირები მოსკოვთან კვლავ არსებობს და კიდევ უფრო გაძლიერდა - პრეზიდენტი

16.10.24 22:33
როგორც ჩანს, ივანიშვილის კავშირები მოსკოვთან კვლავ არსებობს და კიდევ უფრო გაძლიერდა - პრეზიდენტი

"როგორც ჩანს, ივანიშვილის კავშირები მოსკოვთან კვლავ არსებობს და კიდევ უფრო გაძლიერდა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

საერთაშორისო გამოცემასთან საუბრის დროს ქვეყნის მთავარსარდალმა ყურადღება "ქართული ოცნების" მიერ საქართველოში გატარებულ პოლიტიკასაც დაუთმო და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის შეცვლილი კურსი მისთვის გაუგებარია.

საქართველოს მთელი ისტორია აჩვენებს, რომ საქართველოსთვის მთავარი რისკი მომდინარეობს რუსეთიდან. ომის რისკი იზრდება მაშინ, როცა საქართველო იზოლირებულია პარტნიორებისგან, როცა ის მარტოა, დაყოფილი და სუსტია. არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ლოგიკური, რაციონალური ახსნა", - თქვა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები