ჩვენ არ წარმოვადგენთ სამთავრობო გუნდს, დამოუკიდებელი ინსტიტუცია ვართ - კალანდარიშვილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ "ცესკო სამთავრობო გუნდს არ წარმოადგენს და უწყება დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც მანდატისა და უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებ".
გიორგი კალანდარიშვილი "ტვ პირველის" ეთერში იმასაც ამბობს, რომ ცესკო პოლიტიკურ დღის წესრიგში და მის განხილვაში არათუ შედის, არამედ ცდილობს, ინსტიტუცია პოლიტიკური ასპექტებისგან დაცალოს.
ერთი არის პოლიტიკური მოლოდინები და პოლიტიკურ დღის წესრიგში და მის განხილვაში ჩვენ ვერც შევალთ და არც შევდივართ - პირიქით, სულ ვცდილობთ, რომ ინსტიტუცია მაქსიმალურად დავცალოთ პოლიტიკური ასპექტისგან და მის მცდელობები ისედაც ცხადია.
ჩვენთვის რა დატვირთვასაც გარე მხრიდან კონკრეტული არჩევნები, ჩვენთვის ის არჩევნები არის იმ ჭრილში, რა ჭრილშიც ჩვენ მოგვეთხოვება მიუკერძოებლობა, ნეიტრალურობა, საჯაროობა, ნეიტრალიტეტი კვალიფიციურობა და ა.შ.
[...] პოლიტიკური შედეგი ჩვენი საზრუნავი, ჩვენი საფიქრალი ნამდვილად არ არის - ჩვენი საფიქრალი და საზრუნავი არის ის, რომ პროცესი დაიგეგმოს სწორად და მისი ადმინისტრირება განხორციელდეს მაღალპროფესიულად.
[...] ჩვენ სამთავრობო გუნდს არ წარმოვადგენთ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუცია და ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი მანდატისა და უფლებამოსილების ფარგლებში - ჩვენი გვაქვს ღიაობა, ადგილობრივ, თუ საერთაშორისო პარტნიორებთან, საელჩოებთან, ჩვენს დონორ ორგანიზაციებთან, პირიქით, ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, ღიაობა, კონსტრუქციული თანამშრომლობა", - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.