სენაკში მიხეილ სააკაშვილის წიგნის, "ძალის გამოღვიძების" მეორე ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის "ძალის გამოღვიძება" მეორე ნაწილის პრეზენტაცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გრძელდება.
ამჯერად პრეზენტაცია სენაკში გაიმართა და მას კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც დაესწრო.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩაგვაქვს წიგნები, ეს შევსებული გამოცემა და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ მკითხველს მიუვიდეს ეს წიგნი, რომელიც ავტობიოგრაფიულია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მსოფლიოს ბოლო წლების ისტორიაც", - განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ.
სენაკში, წიგნის პრეზენტაციაზე მყოფმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა თემურ ჯანაშიამ კი განაცხადა:
ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია, ფაქტობრივად და თითოეული მკითხველი, რომელიც ამ წიგნს წაიკითხავს, კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში, ტუსაღად ყოფნისას დაკარგული თითოეული დღე იგივეა, რაც ქვეყნისთვის დაკარგული შესაძლებლობები, თუმცა, არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იქნება თავისუფალი და კიდევ ბევრ სარგებელს მოუტანს ქვეყანას".