იმისთვისაა, რომ მედიამ კითხვები დასვათ – ბოჭორიშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე

17.10.24 16:24
იმისთვისაა, რომ მედიამ კითხვები დასვათ – ბოჭორიშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე

"ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ჟურნალისტები მოხვიდეთ ჩემთან, დასვათ კითხვები და შექმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, მაკა ბოჭორიშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებას.

ბოჭორიშვილის მტკიცებით, არჩევნებამდე 10 დღით ადრე, საქართველოს შესახებ გაკეთებულ კომენტარებს სხვა ფუნქცია არ აქვს.

ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ [ჟურნალისტები] მოხვიდეთ ჩემთან, დასვათ კითხვები და შექმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი. მეტი ფუნქცია ამ განცხადებას, ისევე როგორც ყველანაირ განხილვას არჩევნებამდე 10 დღით ადრე, საქართველოს შესახებ, არ აქვს" - თქვა ბოჭორიშვილმა. 

საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე, კონგრესმენები - ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი, მარკ უიზი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, დაფნა რენდი საქართველოს შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ.

ამერიკელი კონგრესმენები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, რომ ქართველი ხალხის წინაშე საკუთარი ვალდებულება შეასრულოს და 26 ოქტომბრის არჩევნები სამართლიან, თავისუფალ გარემოში ჩაატაროს. 

ამასთან, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის ავტორიტარული ტრაექტორია საქართველოს დემოკრატიულ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს.

მსგავსი სიახლეები