"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ასპინძაში მოსახლეობას ხვდება

17.10.24 16:18
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ასპინძაში მოსახლეობას ხვდება

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი და კოალიციის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში ივერ ბალახაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტში დღეს მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც ფავლენიშვილმა შეხედრაზე განაცხადა, ბოლო 12 წლის მანძილზე არის სრული უძრაობა საქართველოში, განსაკუთრებით კი სამცხე-ჯავახეთში.

შეხვედრებს ვმართავთ სამცხე-ჯავახეთში, ახლა ვიმყოფებით სოფელ რუსთავში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონში ყველამ იცის: 9 წლის განმავლობაში იყო დინამიკა, იქმნებოდა სამუშაო ადგილები, რეგიონში იყო სამუშაო გეგმა, ბოლო 12 წლის მანძილზე კი არის სრული უძრაობა, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში ეს არის ძალიან საგრძნობი. რა თქმა უნდა, მოსახლეობას სურს, რომ არ იცლებოდეს სოფლები მოქალაქეებისგან, იქმნებოდეს სამუშაო ადგილები, შემოდიოდეს 14 მილიარდიანი ინვესტიცია, სოფელი რუსთავი და სხვა სოფლები არ იყოს მიტოვებული, მიგდებული და არ იცლებოდეს სისხლისგან და ხალხს ჰქონდეს პერსპექტივის განცდა. ასე რომ, ჩვენთვის მთავარია ის, რასაც ამ ხალხს ვთავაზობთ, ეს არის კონკრეტული ბენეფიტები, სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაგან ბევრი დაწყებული იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მაგრამ მას შემდეგ შეჩერდა", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენმდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.

სამცხე-ჯავახეთში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, კოალიციის ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ივერი ბალახაშვილმა სოფელში არსებულ წყლის პრობლემაზე ისაუბრა.

წლებია, სოფელ რუსთავს წყალი არა აქვს და ხელისუფლებამ, კერძოდ, ასპინძის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ არც სჭირდება, იმიტომ რომ მილიონზე მეტი, რომელიც გამოყოფილი იყო აქ წყალმომარაგების სისტემისთვის, საერთოდ გაქრა და აღარ არის, სამაგიეროდ, დადიან ყველგან, სადაც ჩვენ დავდივართ, აშინებენ მოსახლეობას, არის პირადობის მოწმობის ჩამორთმევები, მოსყიდვები, დაშინებები და ა.შ., მაგრამ ძალიან ცოტა ხანში, 26 ოქტომბერს, ჩვენ ყველანი ერთად დავიბრუნებთ საქართველოს და წავალთ ევროპისკენ", - აღნიშნა ივერ ბალახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები