“ოცნებამ“ არჩევნები უკვე წააგო - პრეზიდენტის ინტერვიუ El Pais-თან
“აშკარაა, რომ “ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები უკვე წააგო. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არჩევნების მოპარვას არ გარისკავს“ - ამ განცხადებას სალომე ზურაბიშვილი ესპანურიი გამოცემითვის მიცემულ ინტერვიუში აკეთებს.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ივანშვილის პარტია არჩევნების გაყალბებას და ხალხის ხმების მიტაცებას ვერ გაბედავს.
El Pais-სთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ “ოცნებას“, სამართლიანი არჩევნების პირობებში, მაქსიმუმ 30 პროცენტიანი მხარდაჭერის მიღება შეუძლია.
პრეზიდენტი კიდევ ერთხელ იყენებს საერთაშორიოს მედიას იმისთვის, რომ ქართველ ამომრჩეველს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდოს, რათა მმართველ პარტიას მანიპულაციებისთვის სივრცე არ დარჩეს.
ჩვენ აღმოვაჩინეთ თაღლითობის რამდენიმე შემთხვევა და ეს არის, თითქმის, რაოდენობრივად განსაზღვრული, დაახლოებით 10%. თუმცა, მე მჯერა, რომ ამომრჩეველთა მასიური მობილიზება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ამ პრობლემებს დაუპირისპირდება. მთავარი პრობლემა და ტრაგედია იქნება, თუ გაბედეს არჩევნების მოპარვა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი; არ მჯერა, რომ ისინი ამ რისკზე წავლენ, მით უმეტეს, თუ იქნება მკაფიო მობილიზაცია მოსახლეობაში“, - უთხრა ესპანურ გამოცემას პრეზიდენტმა.