ივანიშვილმაც რომ მთხოვოს, პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ - გრიგოლ ლილუაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამტკიცებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ პოლიტიკაში მოსვლა ბიძინა ივანიშვილმა სთხოვოს, მისგან "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე უარს მიიღებს.
მისი თქმით, პოლიტიკაში მოსვლზე თავის დროზე თავად თქვა უარი. "პირველების" კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ თხოვნას პირადად ივანიშვილისგან მიიღებს, ლილუაშვილი ამბობს, რომ ის ნდობისთვის მადლობა ეტყვის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, თუმცა პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს.
მე გახლავართ ეკონომიკური საბჭოს მოქმედი წევრი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ეკონომიკური საკითხის განხილვას ვესწრები ღიად, ოფიციალურად. წინა გაკვირვებებიც მახსოვს თქვენი სასტუმროს გახსნაზე. სადაც ქართული საქმე კეთდება, იქ არის ჩემი ადგილი. მე კეთროვანი კი არ ვარ. ყველგან შემიძლია მისვლა და დასწრება.
არა ბატონო, არანაირ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ. ეს ბევრჯერ გითხარით და მოდი, ერთხელ და სამუდამოდ ამოვწუროთ ეს საკითხი. არანაირი სურვილი არ მაქვს, პირიქით, მე პოლიტიკიდან წამოვედი, იბრუნებას აღარ ვაპირებ"- ამბობს ლილუაშვილი.