ვინ უსმენს ივანიშვილის ოჯახს? - სუს-ი გამოძიებას არ იწყებს და მხოლოდ ვერსიებს ავითარებს

17.10.24 20:19
ვინ უსმენს ივანიშვილის ოჯახს? - სუს-ი გამოძიებას არ იწყებს და მხოლოდ ვერსიებს ავითარებს

 

ვინ უსმენს ივანიშვილის ოჯახს? - სუსის შეფს აინტერესებს, საიდან იგებს ამბებს, ტელეკომპანია პირველი. კამერების წინ სპეცსამსახურების ხელმძღვანელი დღეს მეორედ გამოჩნდა და იმას არკვევდა ყველაზე პოპულარულ ვიდეო პორტალ იუთუბზე ატვირთული ეკატერინე ხვედელიძის საუბარი მოსკოვთან როგორ იპოვეს ჩვენმა ჟურნალისტებმა. არადა, გვერდი სადაც ეკა ხვედელიძის საუბარის ჩანაწერი გავრცელდა, უკვე ხუთი წელია არსებობს და ივანიშივლის რუსებთან საუბრის ჩანაწერებს ავრცელებს.

გრიგოლ ლილუაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ცოლს სხვა ქვეყნიდან უსმენენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის შესაძლო უკანონო მოსმენის უკან "კერძო პირებს" ხედავს. სუს-ის შეფმა დღეს თქვა, რომ არ აპირებს გამოძიება დაიწყოს ივანიშვილის ოჯახის შესაძლო უკანონო მოსმენაზე. 

ცნობისთვის, გუშინ ინტერნეტში ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის სატელეფონო საუბრის ახალი ფარული ჩანაწერი გავრცელდა.

დეტალები ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები