ჰელსინკის კომისიამ "ოცნებას" ავტორიტარული უწოდა - შტატები ივანიშვილის გუნდის მხილებას აგრძელებს
დეზინფორმატორის, მატყუარას და უხეირო ოლიგარქის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" შტატებიდან ავტორიტარული უწოდეს. ამერიკა ივანიშვილის გუნდის მხილებას აგრძელებს და მასსა და ხალხს შორის ზღვარს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ავლებს.
ჰელსინკის კომისიის სახელით კონგრესმენები და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები "ოცნებას" ევროპისკენ მიმავალ გზაზე მთავარ დაბრკოლებად აღიქვამენ და იმედს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამყარებენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ქართული ოცნების" პოლიტიკას დასავლეთში საკუთარი სახელი დაარქვეს. სიტყვა ავტორიტარული "ოცნების" დახასიათებებისას ოფიციალურ წერილებშიც გაჩნდა.
ივანიშვილის პარტიის ლიდერები პარტნიორებს პასუხად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებებს უყენებენ.
ვრცლად, ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.