სახელმწიფო რეზერვები იცლება - ვის გააქვს ფული საქართველოდან?

17.10.24 20:24
სახელმწიფო რეზერვები იცლება - ვის გააქვს ფული საქართველოდან?

 

ლარს, ეროვნული სავალუტო რეზერვებიდან - 65 მლნ დოლარის გაყიდვამაც ვერ უშველა. ეროვნული ვალუტა დღეს ისევ გაუფასურდა.

სახელმწიფო რეზერვებიდან რეკორდული რაოდენობის ვალუტა იყიდება. მხოლოდ გუშინ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე გატანილი 70 მლნ დოლარიდან 64 900 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ექსპერტები კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე მიუთითებენ. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნიდან ფულის გადინება ინვესტორებს უკავშირდებოდეს, რომლებიც საქართველოს არასტაბილურ გარემოს თანხების უცხოეთში გატანას ამჯობინებენ.

ეროვნული რეზერვების შემცირება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ნათია თურნავას მძიმე ვერდიქტი გამოუტანეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობამ ევროპაში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.  

თუმცა შეფასების პროცესში გადამწყვეტი საერთაშორისო ფინანსური გამოცემისთვის სხვა ფაქტორი გახდა. ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების თავიდან არიდების ხელშეწყობისთვის თურნავა კონტინენტზე ყველაზე ცუდი ბანკირების სიაში მოხვდა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები