რეზოლუცია მიღებულია - საქართველოს სანქციები ევროსაბჭოშიც ელოდება

17.10.24 20:29
რეზოლუცია მიღებულია - საქართველოს სანქციები ევროსაბჭოშიც ელოდება

76 მომხრე და 10 წინააღმდეგი - რეზოლუცია მიღებულია. საქართველოს სანქციები ევროსაბჭოშიც ელოდება. 76 ხმით დამტკიცებულ დღევანდელ დეკლარაციაში წერია, რომ თუ ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მაშინ მის წინააღმდეგ ზომებს სტრასბურგიც მიიღებს.

ასეთი ზომა შეიძლება, ევროსაბჭოს ხმის უფლების შეჩერება იყოს. მსგავს სადამსჯელო ღონისძიებას სტრასბურგი იმ წევრების წინააღმდეგ იყენებს, რომლებმაც დემოკრატის გზიდან გადაუხვევს. კერძოდ, ევროსაბჭომ ხმის უფლება რუსეთს და ბელარუსს შეუჩერა.

მწვავე დებატები საქართველოს თემაზე დღეს ევროსაბჭოს რეგიონულ კონგრესზე შედგა, სადაც "ქართულ ოცნებას" მოსთხოვეს, გადახედოს ადამიანის უფლებების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს და უარი თქვას ქვეყანაში დაპირისპირების გაღვივებაზე. 

ამ კრიტიკას დარბაზში "ქართული ოცნების" დეპუტატები უსმენდნენ, რომლებიც უშედეგოდ ცდილობდნენ, ევროსაბჭოს წევრების გადარწმუნებას, რომ ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ მწვავე რეზოლუცია არ მიეღოთ.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები