რა სქემით აპირებს "ოცნება" არჩევნების მოპარვას? - პრეზიდენტის ხმაურიანი ინტერვიუ

17.10.24 20:02
რა სქემით აპირებს "ოცნება" არჩევნების მოპარვას? - პრეზიდენტის ხმაურიანი ინტერვიუ

რა სქემით აპირებს "ქართული ოცნება" არჩევნების მოპარვას? - ივანიშივლის გეგმების შესახებ მთელი მსოფლიოს გასაგონად საქართველოს პრეზიდენტმა El Pais-ის ფურცლებიდან ისაუბრა. პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ ესპანურმა გამოცემამ არჩევნების წინ გამოაქვეყნა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გუნდს პრაქტიკულად ხმების ქურდებად აცხადებს.

პრეზიდენტის გზავნილებს "ქართული ოცნება" წყობიდან გამოჰყავს. განსაკუთრებით, ბოლო ინტერვიუს "პოლიტიკოსთან", სადაც სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა, რატომ არის ივანიშვილი რუსეთის კაცი.

ივანიშვილის გუნდში აშინებთ საქართველოს პრეზიდენტის სამომავლო გეგმებიც. სალომე ზურაბიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად დადო პირობა, რომ თუ პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს, მათ გვერდით იქნება, რათა "ოცნების" გაფუჭებული საქმეები  გამოასწოროს. ზურაბიშვილის ლიდერობას მხარდამჭერები ოპოზიციაში უკვე ყავს. ნაწილი მას პრემიერად, ნაწილი კი მეორე ვადით პრეზიდენტად მოიაზრებს.

რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ - დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები