ბაობაბი კი არა, საქართველო გახმა - ელისაშვილი
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქუთაისი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილს არა ქართველი ხალხი და საქართველო, არამედ ფულის თვლა და მოგროვება უყვარს".
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე მჩაგვრელი პიროვნებაა, რომელიც "გაღარიბებულ ქვეყანას მოაჯდა და იქიდან ეზიდება".
"ბაობაბი კი არა, საქართველო გახმა" - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა არ უყვარს. არ უყვარს ის ერი, რომელსაც მართვას 12 წელია. უყვარს გარშემო რომ ცუციკები ახვევია და თვალებში შესციცინებენ ყველაფერზე და როგორც ჩანს, ფულის თვლა, ფულის მოგროვება უყვარს. მოაჯდა ჩვენ გაღარიბებულ ქვეყანას და ეზიდება და ეზიდება. ივანიშვილს უყვარს ადამიანების დამცირება, ჩაგვრა, თავის ჭკუაზე რომ ათამაშებს ადამიანებს. ბაობაბი გახმაო. აფრიკიდან ჩამოტანილი ხე გახმება, აბა რა იქნება. ერთი კვირა მთავრობა ამბობდა, ტიტუ ტიტუ, გახმა ბაობაბიო. ბაობაბი კი არა, გახმა საქართველო", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
"ძლიერი საქართველო" წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს - ამჯერად კოალიციის ლიდერები ქუთაისში ჩავიდნენ და მოსახლეობას არსებული რეალობის უკეთ შეცვლის სამოქმედო გეგმის - "ილიას გზის" პრიორიტეტებს უხსნიან.