"ოცნების" გარემოცვით დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიები - გასაჯაროებულია ახალი მტკიცებულებები
"ოცნების" გარემოცვით დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიები - გასაჯაროებულია ახალი მტკიცებულებები. კონკრეტული სქემა კონკრეტული სახელებითა და გვარებით გახარიას პარტიაში გაშიფრეს.
ირკვევა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე პარტაქტივით და "ოცნების" წევრების ნათესავებით არის დაკომპლექტებული. ამ ადამიანებს აბარიათ ხმების გადათვლა, რიგის მოწესრიგება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უბნებზე.
"ოცნების" ნათესაურ კავშირებზე რეაგირება ცესკოს უნდა ჰქონდეს - ასეთია იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიცია, ვინც არჩევნებს აკვირდებიან. თუმცა, მესამე სექტორი წლებია ერთსა და იმავე პრობლემას აწყდება - გასაჩივრების მიუხედავად, შედეგი მსგავს საჩივრებზე არ დამდგარა.
პრობლემები და დარღვევები რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია საუბრობს, არაფრისმთქმელია სახელისუფლებო გუნდისთვის. მმართველი პარტიისთვის ცესკო უშეცდომოდ მუშაობს.
დეტალები ნახეთ, ნიონო ღვედაშვილის რეპორტაჟში.