26 ოქტომბერს უნდა გადაწყდეს, ქუთაისი გადარჩება როგორც ცოცხალი, განვითარების გზაზე მდგომი ქალაქი, თუ ის მოკვდება - ცუცქირიძე
"26 ოქტომბერს უნდა გადაწყდეს, ქუთაისი გადარჩება როგორც ცოცხალი, დინამიკური, განვითარების გზაზე მდგომი ქალაქი, თუ ის მოკვდება" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ქუთაისში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ "ქუთაისი სწორედ ის ქალაქია, რომელმაც არაერთი ქართველი ინტელიგენტი აღზარდა, თუმცა დღეს ქუთაისი საფრთხის წინაშე დგას".
26 ოქტომბერს უნდა გადაწყდეს, ქუთაისი გადარჩება როგორც ცოცხალი, დინამიკური, განვითარების გზაზე მდგომი ქალაქი, თუ ის მოკვდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქი, რომელიც იყო და დღესაც შეუძლია იყოს საქართველოს კულტურის გული, პოლიტიკური ცენტრი, ინტელიგენციის მაფორმირებელი, დღეს დარჩა და აქვს საფრთხე, რომ გახდეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ქალაქი", - ამბობს ლევან ცუცქირიძე.
"ძლიერი საქართველო" წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს - ამჯერად კოალიციის ლიდერები ქუთაისში ჩავიდნენ და მოსახლეობას არსებული რეალობის უკეთ შეცვლის სამოქმედო გეგმის - "ილიას გზის" პრიორიტეტებს უხსნიან.