აუცილებელია, ხმა მივცეთ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სუფთა პოლიტიკური წარსული ექნება - უჩა ნებიერიძე

17.10.24 22:34
აუცილებელია, ხმა მივცეთ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სუფთა პოლიტიკური წარსული ექნება - უჩა ნებიერიძე

ექიმი უჩა ნებიერიძე გადაცემა “რეაქციაში“ იმ რეალობაზე საუბრობს, რომელშიც მისი თქმით, დღეს საქართველო აღმოჩნდა. 

“სამწუხაროდ, საქართველოში, დღეს, გვაქვს აქტუალური კონფლიქტი და არის საქართველოს ორი მხარე. ერთი - განვითარებული, პრაგმატული ძლიერი საქართველო, მეორე - ეთნოგრაფიული სუბიექტი, რომლის ტრადიციებიც დადის ხაჭაპურსა და ხინკალზე“, - ამბობს ნებიერიძე და ყველა ადამიანს არჩევნებზე წასვლისაკენ მოუწოდებს. 

ის იმ 9 კრიტერიუმზე საუბრობს, რომელიც მისი გადსახედიდან, პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დააკმაყოფილოს. ამასთან, ექიმი მიიჩნევს, რომ დროა დამთავრდეს ის პერიოდი, როცა ყველა გადაწყვეტილებას ერთი კაცი იღებს და ყველა სფეროზე ის საუბრობს.

პირადად მე, როგორც მოქალაქე, პირველ ვალდებულებად ვთვლი, რა თქმა უნდა, არჩევნებზე ყველა მივდივართ. არ დავმალავ, ერთი წლის წინ დავდექი რეალური კითხვის წინაშე - რომ მივალ, შესაძლო ვარიანტები, ვინც შეიძლება დამხვდნენ - როგორ უნდა გავაკეთო არჩევანი, რის მიხედვით. დავიწყე, საკუთარი თავისთვის, კრიტერიუმების ჩამოწერა, ჩამოვწერე ის 9 კრიტერიუმი, რომელიც მინდოდა, რომ ამა თუ თუ პოლიტიკური ძალას დაეკმაყოფილებინა. პატარა იმედგაცრუება მქონდა, ვერსად ვერ ვნახე ისეთი პოლიტიკური ძალა.

პირველი - პოლიტიკური ძალა უნდა იყოს პროევროპული, ეს კრიტერიუმი რომ დავწერე, შესაძლო პარტიები ამოტივტივდა.

მეორე  - უნდა ვხდავდე გუნდს, დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც ერთი კაცის გუნდი და ერთი კაცი შეიძლება საუბრობდეს მედიცინაზე, განათლებაზე, იურისპუდენციასა და ა. შ ან მისი წარმომადგენლები, მისი ხმის ტემბრით, აქცენტებით, შეიძლება, პასუხობდნენ ამ კითხვებს, ანუ, ამ გუნდის უკან არ უნდა იგრძნობოდეს მხოლოდ ერთი კაცის იდეები, უნდა ვხედავდე, მე, ამ გუნდში კომპეტენციას.

აუცილებელია, წელს, პირველ რიგში, ხმა მივცეთ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ვხედავთ, რომ ბარიერს გადალახავს კი არა, რეალურ, ოპონირებას გაწევს. კოალიციურ მთავრობაში დიდ როლს დაიკავებს, მაქსიმალურად, ამ პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონდეს პოლიტიკურად სუფთა წარსული“, - განაცხადა უჩა ნებიერიძემ.

მსგავსი სიახლეები