პროტესტი კულტურის სამინისტროსთან - პარამკლავჭიდელები დაპირებულ პრემიებს ითხოვენ
კულტურის სამინისტროსთან პროტესტია. ადგილზე, დილიდან პარამკლავჭიდელები შეიკრიბნენ. ირკვევა, რომ ევროპის ჩემპიონატიდან ჯილდოებით დაბრუნებულ სპორტსმენებს დაპირებულ პრემიებს, ამ დრომდე, არ ურიცხავენ.
კულტურის სამინისტროს პარასპორტსმენებისთვის პრემია დეკემბერში უნდა გადაეცა, ახლა კი მათ ეუბნებიან, რომ სამინისტროში ფული არ აქვთ.
ევროპის ჩემპიონატის პრემია უნდა მიგვეღო, დაახლოებით, სამი თვის წინ. სამინისტრო გვეუბნება, რომ ფული არ არის, წინასაარჩევნო პერიოდიაო. ბილბორდებში იხარჯება, თურმე, ბევრი ფული. სამინისტროს ვეტყვი, თუ სურთ, მომთხოვონ კანონიერად პასუხი, დავიღალეთ მათი კორუფციით, ფორმალურად გაფორმებულებს ნუ ურიცხავენ მილიონებს და შემდეგ ჩვენ ნუ გვაწერენ ამას. ჩვენ ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ევროპის პრემიას, რომელიც, დიდი ხნის წინ, უნდა მიგვეღო.
მსურს სპორტსმენებს მივმართო, მაგალითად, ლაშა ტალახაძეს, გენო პეტრიაშვილს. აქ არის სპორტის სამინისტრო, რომელმაც წლების განმავლობაში, "სისხლი გაგვიშრო". ბიჭებო, ხომ აიღეთ, პასუხისმგებლობა, ქვეყნის მშენებლობაზე, პარლამეტში ხომ უნდა ავირჩიოთ. მოვიდეს და დაიცვას ჩვენი უფლებები, ვიჩაგრებით, თანაც ძალიან. სახელმწიფო აცხადებს - "იმას მილიონს ვაძლევ...". არავის მილიონი არ გვჭირდება, რაც არის კუთვნილი, გაწერილი პრემია, რაც კანონში წერია - ჩვენი მოგების შემთხვევაში, ის ჩაგვერიხხოს." - აცხადებს, მკლავჭიდელი.