მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ყველა ვერთიანდებით - ეკა გიგაური

18.10.24 13:38
მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ყველა ვერთიანდებით - ეკა გიგაური

ევროინტეგრაციისთვის ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, 20 ოქტომბერს დაგეგმილი მარშით მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთი საერთო მიზნის, ქვეყნის ევროპული მომავალისთვის ერთიანდებიან. 

ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ. ჩვენ უნდა ვანახოთ ყველას, საკუთარ თავებსაც და მთელ მსოფლიოს, რომ კი, ჩვენ ვართ განსხვავებულები, კი, ჩვენ გვაქვს სხვადასხვანაირი მოსაზრებები, ჩვენ მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, მაგრამ არის ერთი საკითხი, რის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებით და ეს არის საქართველოს ევროკავშირში წევრობა, - ამბობს ეკა გიგაური. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო. 20 ოქტომბერს, კვირას საღამოს 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან. იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ერთადერთი განაცხადით -  "ჩვენ გვინდა ევროპაში!". 

მსგავსი სიახლეები