ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს- ჭიაბერაშვილი

18.10.24 14:56
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს- ჭიაბერაშვილი

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, რაც ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის დაბრუნებას” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჰერჩინკის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, ძალიან მკაფიოა არჩევანი, “ან ვირჩევთ ევროკავშირს, რომელიც მოაგვარებს იმ პრობლემებს, რის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა დგას, ან ვრჩებით “ქართული ოცნების” ჩაკეტილ წრეში“.

ძალიან მკაფიოა არჩევანი, რასაც ქართველი ხალხი ვაკეთებთ 26 ოქტომბერს, ან ვირჩევთ ევროკავშირს, რომელიც მოაგვარებს იმ პრობლემებს, რის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა დგას, ან ვრჩებით “ქართული ოცნების” ჩაკეტილ წრეში, იზოლაციაში, რაც არის გზა უკიდურესი გაღარიბებისკენ, იმისაკენ, რომ დაიცალოს ქვეყანა და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დადგეს ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს სწორედ ევროპული გზის სასარგებლოდ გააკეთებს ქართველი ხალხი არჩევანს, რაც ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას ევროპულ კეთილდღეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეგობრებს ევროპასა და აშშ-ში ექნებათ საშუალება კიდევ უფრო დიდი ფინანსურ ეკონომიკური დახმარება გაუწიოს ჩვენს ქვეყანას და საქართველოო საბოლოოდ მოხვდეს იმ ქვეყნებია თანამეგობრობაში, სადაც არის უსაფრთხოება, მშვიდობა და კეთილდღეობა,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები