თუ "ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება, დავკარგავთ იმასაც, რაც უკვე მოვიპოვეთ, მათ შორის უვიზო მიმოსვლას - ცისკარიშვილი
თუ 26 ოქტომბრის შემდეგ "ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება, არა მხოლოდ ევროკავშირში აგწევრიანების პროცესი იქნება დაპაუზებული, არამედ დავკარგავთ იმასაც, რაც უკვე მოვიპოვეთ, მათ შორუს უვიზოს რეჟიმსაც, - ასე აფასევს ევროპელი ლიდერების განცახდებებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პარტნიორები ქართველ ხალხს მკაფიოდ ეუბნებაინ, რომ არჩევანი ახლა სწორედ მათი გასაკეთებელია.
26 ოქტომბრის შემდეგ თუ „ოცნება“ მთავრობაში რჩება, თუ ისინი ინარჩუნებენ ხელისუფლებას, მაშინ არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იქნება მუდმივად დაპაუზებული და ჩვენ ამ გზაზე წინ ვერ წავალთ, არამედ რაც გვაქვს უკვე მონაპოვარი, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, ესეც შეფერხდება. არჩევანი მიანდო ქართველ ამომრჩეველს, ქართულ საზოგადოებას, „თქვენ გადაწყვიტეთ, საით უნდა საქართველოს შემოტრიალება, რა გზით უნდა სიარული“, - ამბობს ცისკარიშვილი.
ემანუელ მაკრონმა დრეს განაცხადა, რომ "ოცნების" ხელისუფლების ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს.