არაადეკვატურ, პანიკაში მყოფ კაცზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ - "მგზავრების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პასუხი კალაძეს
არაადეკვატურ, პანიკაში მყოფ ადამიანზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ - ასე პასუხობს კახა კალაძის ბრალდებებს ჯგუფი "მგზავრების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
ნინი დედალამაზიშვილი ამბობს, რომ მისი პასუხი "ოცნების" პროპაგანდაზე 20 ოქტომბერს, ევროპულ მარშზე ყოფნა იქნება. რაც შეეხება, იქნებიან თუ არა თავად "მგზავრების" წევრები მარშზე, დედალამაზიშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ჯგუფი თავად გააკეთებს კომენტარს.
ამაზრზენია, მთელი ის კამპანია, რასაც "ქართული ოცნება" იყენებს და, როგორც იქცევა - ამბობს "მგზავრების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
არაადეკვატურ, პანიკაში მყოფ ადამიანზე, სერიოზულ, კომენტარს ვერ გავაკეთებ. კალაძეზე განცხადების გაკეთება.... მეცინება, კომეტარი როგორ უნდა გავაკეთო მასზე . ჩემი კომენტარი იქნება ის, რა არჩევანსაც, მე და უამრავი, ქართველი გავაკეთებთ.
პირველ რიგში, მოვუწოდო ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომ გამოვიდნენ მარშზე და დააფიქსირონ, საკუთარი, ევროპული არჩევანი, არ შეეშინდეთ, ამ ბინძური ტალღის, პროპაგანდის, რომელსაც "ქართული ოცნება" აწარმოებს, რაღაც, "გლობალური ომის პარტიის" შიშით, რომელიც, რეალურად, არ არსებობს.
ვფიქრობ, მოქალაქეები რომ მეტად იყვნენ ინფორმინებულნი, აწ, უკვე "ფედერალისტებს" აქვთ საინტერესო კამპანია - ბუჩამდე იყო აფხაზეთი, ეს, ყველაზე მეტად, პასუხობს ომის შიშის გზავნილებს. ამაზრზენია, მთელი ის კამპანია, რასაც "ქართული ოცნება" იყენებს და, როგორც იქცევა. ჩემი კომენტარი და პასუხი არის ჩემი ქცევა და, კიდევ ერთხელ, ეს პასუხი არის კვირას, მარშზე ყოფნა.
ჯგუფი მგზავრები თავად გააკეთებს განცხადებას, მე, აუცილებლად, როგორც წინა მარშებზე, ვიყავი და ვიქნები ამ პროტესტის მონაწილე. ზოგადად, აქტიური მხარდამჭერია უკრაინის (ჯგუფი მგზავრები) და განცხადებებიც, ხშირად, გააკეთეს, ამ თემაზე", - ამბობს ნინი დედალამაზიშვილი.
დედაქალაქის მერს ჯგუფი "მგზავრების" გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. საუბარია მომღერლების გადაწყვეტილებაზე, არ იმღერონ მერიის მიერ 20 ოქტომბერს დაორგანიზებულ კონცერტზე. კალაძე ამტკიცებს, რომ მომღერლებმა ეს გადაწყვეტილება "ლიბერალური ფაშიზმის" და წნეხის გამო მიიღეს.