ერთმნიშვნელოვანია, თუ "ოცნება" გაიმარჯვებს, ევროინტეგრაცია ვერ განახლდება - ნიკა გვარამია
ერთმნიშნელოვანია, რომ თუ "ოცნება" გაიმარჯვებს, ევროინტეგრაცია ვერ განახლდება, - ასე აფასებს "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია "ოცნებისადმი" სტრატეგიული პარტნიორების გაფრთხილებებს.
ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ევროპელ ლიდერებს საკუთარი მკაფიო პოზიცია აქვთ, თუმცა ახლა სწორი არჩევანი სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს.
არჩევნები არის ფუნდამენტური უფლება ადამიანების, არჩევნები არის დემოკრატიის მთავარი ტესტი და ამის გარეშე ევროინტეგრაცია ვერაფრით იქნება, ამიტომ სრულიად გასაგებია ეს ხაზგასმა და პირველ რიგში, ეს უნდა განვიხილოთ დემოკრატიის საჭიროების კუთხით და არა პოლიტიკური შინაარსით არჩევნების შედეგის. ერთმნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს, და მე გამოვრიცხავ ამას, პრაქტიკულად, ევროინტეგრაცია ვერ განახლდება იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამის სურვილი არ აქვს. იგი აბსოლუტურად პირიქით მოქმედებს, მიდის რუსეთისკენ. ბუნებრივია, რომ ამას დემოკრატიული სამყარო აკვირდება, მაგრამ ის ჩვენ ვერ დაგვეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. მათ აქვთ თავისი პოზიცია, ეს პოზიცია ჩვენ ვიცით, ახლა სწორი გააზრება ამ პოზიციის მნიშვნელოვანია ჩვენს მიერვე, - ამბობს გვარამია.