წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის პირადობების შესაძლო გამორთმევის სკანდალი - რას ამბობენ “ოცნებაში“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე სიცრუეს იწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხდება ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში, როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება.
ამასთან, მიქანაძე ადგილობრივ ორგანიზაციებს მიკერძოებულობასა და წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
იმის ფონზე, რომ კვლავაც მიმდინარეობს მმართველი გუნდის წინააღმდეგ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტების იგნორირება, კიდევ ერთხელ ავლენს ადგილობრივი ორგანიზაციების მიკერძოებულობას.
შესაბამისად, მივმართავთ ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და არასწორი აღქმების ჩამოყალიბება ამომრჩევლებს შორის, მათი პასუხისმგებლობაცაა; ამიტომ, მოვუწოდებთ, რომ მათი მხრიდან ამ ფაქტებს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.
მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში, როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე - ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება“,- აღნიშნა მიქანაძემ.
ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა ომბუდსმენმა. ლევან იოსელიანი ამომრჩევლებისთვის პირადობების წართმევის ფაქტებზე, გამოძიების დაწყებას ითხოვს.
გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედური ანგარიში გამოქვყენა დღეს საიამაც, სადაც წერია, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ხელოვნური დაბრკოლებები ექმნებათ. ანგარიშის თანახმად, არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვის, ფიზიკური ძალადობის და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევებიც.