შემოგვიერთდით 20 ოქტომბერს ერთობის მარშზე, რათა არჩევნებამდე ბოლო გაფრთხილება მიიღოს ივანიშვილმა - ბოკუჩავა
“შემოგვიერთდით 20 ოქტომბერს ერთობის მარშზე, რათა არჩევნებამდე ბოლო გაფრთხილება მიიღოს ივანიშვილმა”- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” იკრიბება 5 საათზე გმირთა მოედანზე და გავემართებით თავისუფლების მოედნისაკენ.
20 ოქტომბერს, ისტორიულ არჩევნებამდე 6 დღით ადრე გაიმართება ერთობის მარში. 20 ოქტომბერს, 5 საათზე, თბილისის ხუთ ლოკაციაზე თბილისში ვიკრიბებით და მოვდივართ თავისუფლების მოედნისკენ. “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” იკრიბება გმირთა მოედანზე. მინდა ვთხოვო ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს - შემოგვიერთდით. მინდა ვთხოვო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, შემოგვიერთდით. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ არჩევნებამდე ბოლო გაფრთხილება მიიღოს ივანიშვილმა, რომ საქართველო ევროპულ მომავალს არ დათმობს. ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია, ერთიანობით ვამარცხებთ “ოცნებას”, ერთიანობით ვიმარჯვებთ. შევხვდებით 20 ოქტომბერს 5 საათზე გმირთა მოედანზე”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ