დავდგეთ ყველა ერთად და ავირჩიოთ წინსვლა და არა უკუსვლა, ევროპა და არა იზოლაცია, კეთილდღეობა და არა სიღატაკე -“ოცნება” მარცხდება და ამას ვერაფერი შეცვლის - გიორგი ვაშაძე

18.10.24 17:25
დავდგეთ ყველა ერთად და ავირჩიოთ წინსვლა და არა უკუსვლა, ევროპა და არა იზოლაცია, კეთილდღეობა და არა სიღატაკე -“ოცნება” მარცხდება და ამას ვერაფერი შეცვლის - გიორგი ვაშაძე

“ვუთხრათ ივანიშვილს უარი და საქართველოს მოვაშოროთ, წავიდეთ ყველანი წინ, განვითარებისკენ,”- ამის შესახებ “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გარდაბანში, სოფელ ქესალოში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 

ვაშაძის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, 1000 ლარიან პენსიას, საპენსიო სესხების ჩამოწერას და გაორმაგებულ სოციალურ დახმარებას ნიშნავს: 

მინდა ვთხოვო აბსოლუტურად  ყველას, ნუ დაკარგავთ თქვენს ხმას.  ნუ მისცემთ ხმას ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ.დაუჭირეთ მხარი “ ერთიანობა ნაციონალურ  მოძრაობას”, შემოხაზეთ ნომერი 5.

ჩვენ მოგვაქვს ევროკავშირი, 14 მლრდ ევრო, განვითარება და წინსვლა. 
ჩვენ ერთად მოვიშორებთ ივანიშვილსა და “ ქართულ ოცნებას”.  ჩვენ ერთად მოვიშორებთ  ამ უბედურებას. 

საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, მთელი ევროპელი ლიდერები დგანან და გვეუბნებიან, შემოგვიერთდი, მოდი საქართველო, კარი შენთვის ღიაა. 

26 ოქომბრის არჩევნებს, როგორც დიდ რეფერენდუმს,  მარტო ჩვენ არ ვუყურებთ, მარტო  ქართველი ხალხი არ უყურებს. უყურებს გერმანელი, ფრანგი, ამერიკელი, მთელი ევროპა უყურებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი.  

მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, დავდგეთ ყველანი ერთად  და ავირჩიოთ წინსვლა და არაუკუსვლა, ავირჩიოთ ევროპა და არა იზოლაცია,  ავირჩიოთ კეთილდღეობა და არა სიღატაკე და იზოლაცია, ავირჩიოთ პროგრესი და არა რეგრესი.  ვუთხრათ ივანიშვილს უარი და საქართველოს მოვაშოროთ. წავიდეთ ყველანი წინ. 

ევროკავშირი სამუშაო ადგილებს, 1000 ლარიან პენისას, საპენსიო სესხების ჩამოწერას,  გაორმაგებულ სოციალურ  დამხარებებს ნიშნავს. 

“ ქართული ოცნება” მარცხდება და ხალხთან დადის პირადობა მომაქირავეო. სანამდე დაეცნენ, რომ პირადობის დაქირავება დაიწყეს.  იმიტომ, რომ  “ ოცნებამ” იცის ხალხი ხმას ჩვენ გვაძლევს და უნდა, რომ მათი რაოდენობა არჩევნებზე შეამციროს.  აქედან ვეუბნები მათ, არ გამოგივათ, არ გიშველით, ჩვენ გავიმარჯვებთ და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს”,- განაცხადა ვაშაძემ

მსგავსი სიახლეები