მზადება ევროპული მარშისთვის - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომელი ლოკაციებიდან დაიძვრებიან ოპოზიციური კოალიციები

18.10.24 17:40
მზადება ევროპული მარშისთვის - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომელი ლოკაციებიდან დაიძვრებიან ოპოზიციური კოალიციები

თბილისში, 20 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული მარშისთვის მზადება გრძელდება - არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პოლიტიკოსები, ხელოვანები, მომღერლები და რიგითი მოქალაქეები დედაქალაქის ქუჩებში საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდებიან. 

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან. კოალიცია "ცვლილებებისთვის" წარმომადგენლები მოქალაქეებს ორთაჭალისა და მთაწმინდის უბნებში დაელოდებიან.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრები გეზს გმირთა მოედნიდან აიღებენ, ხოლო რესპუბლიკის მოედანზე კი მესამე სექტორი შეიკრიბება. 

მარში 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება და მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".

მსგავსი სიახლეები