საინტერესო არ არის, ვინ გახდა კულტურის მინისტრი, რადგან ის ხელს აწერს "ოცნების" ძალადობრივ პროცესს - მეტრეველი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, დეა მეტრეველი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თინათინ რუხაძის დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ გახდა ახალი მინისტრი, რადგან მეტრეველის განმარტებით, "ის ხელს აწერს ყველა იმ ძალადობრივ პროცესს, რომლითაც "ოცნება" ქვეყანას წლებია მართავს".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხი ხელისუფლებას განაჩენს გამოუტანს და საქართველოში არსებული სიტუაცია 26 ოქტომბერს შეიცვლება.
ადამიანი, პროფესიონალი, რომელიც "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტში თავის თავს დაინახავს და დათანხმდება, რომელიმე პორტფელის ჩაბარებას, ის, უსიტყვოდ, ხელს აწერს ყველა იმ ძალადობრივ პროცესს, ძალადობრივ სისტემაში მუშაობას, რომლითაც "ქართული ოცნება" წლებია მართავს ჩვენ ქვეყანას. ნამდვილად არ არის საინტერესო, თუ ვინ გახდება კულტურის მინისტრი. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი, ხელისუფლებას გამოუტანს განაჩენს. კულტურის სფეროში, ნამდვილად გვჭირდება რეფორმები, სიახლეები, ინოვაციები", - ამბობს დეა მეტრეველი.
კულტურის სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს - თეა წულუკიანს თინათინ რუხაძე ცვლის. თინათინ რუხაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.