ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან, იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები - სერგეი ლავროვი
რუსეთი საჭიროებისამებრ ინარჩუნებს კონტაქტებს საქართველოსთან, არის შესაძლებლობა განიხილონ საკითხები ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში, შვეიცარიის საელჩოში მუშაობენ რუსი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები
ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან. ჩვენ გვაქვს ინტერესების განყოფილება იქ, შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის, ხალხთა შორის კონტაქტების სფეროში, უშუალოდ საქართველოს შესაბამის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ლავროვმა 3+3” რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის ფარგლებში, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობს.
ლავროვმა აღნიშნულ ფორმატში საქართველო კიდევ ერთხელ მიიწვია.
დავადასტურეთ, რომ ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია რჩება საქართველოსთვის. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ ჩაერთონ მის მუშაობაში“, - განაცხადა მან.