ევროკავშირის მიღმა დარჩენილი ქვეყანა - "ოცნებას" პარტნიორების კრიტიკა ისევ არ ესმის

18.10.24 20:08
ევროკავშირის მიღმა დარჩენილი ქვეყანა - "ოცნებას" პარტნიორების კრიტიკა ისევ არ ესმის

 

 

ევროკავშირის მიღმა დარჩენილ ქვეყანაზე "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას არ იღებს, უმკაცრეს გზავნილებს კი ისევ ომით და მეორე ფრონტით ხსნის. პრემიერი ბრუსელთან უკიდურესად გაფუჭებულ ურთიერთობაში არა საკუთარ თავს, არამედ ევროგაერთიანების 27-ვე ქვეყანას ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერი აღდგება, ოღონდ პოზიციას არა "ქართული ოცნება", არამედ ევროკავშირი შეიცვლის.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ევროპულმა საბჭომ ოფიციალურ დოკუმენტში დაადასტურა. დოკუმენტში ჩაწერა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ევროპული მომავალი მხოლოდ არჩევნებში ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა "ქართულ ოცნებას" ოფიციალურად მოუწოდეს, რომ არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩაატაროს. 

დასავლელმა პარტნიორებმა, ფაქტობრივად, უკვე ყველაფერი თქვეს. იმასაც ამბობენ, რომ ისინი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას გულშემატკივრობენ და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პროცესზე პასუხისმგებელი. ხოლო, ვინც ახლა ქვეყანას მართავს, მასთან ურთიერთობის რესურსი, პრაქტიკულად, ამოწურულია. ამიტომ, ყველა ახლა ხალხის სათქმელს ელოდება, რას გადაწყვეტს ამომრჩეველი 26 ოქტომბერს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები