"მგზავრები" მერიის დაგეგმილ ღონისძიებაზე მონაწილეობას არ მიიღებს - კალაძემ კონცერტი ევროპული მარშის პარალელურად ჩანიშნა
"მგზავრები" თბილისის მერის თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდნენ, რაც ჯგუფმა "ოცნების" წინასაარჩევნო ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. თარიღი კახა კალაძემ აშკარად არასწორად შეარჩია. კალაძემ თბილისში დიდი ევროპული მარშის პარალელუად, თემქაზის პარკის გახსნა დაანონსა და ხალხის მიზიდვა "მგზავრების" კონცერტით სცადა. არადა, კვირას თბილისის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვა. მარში ევროპისთვის უკვე გამოცხადდა როგორც გენერალური რეპეტიცია გადამწყვეტი არჩევნების წინ.
"ამაზრზენია" - ამ ერთი სიტყვით აფასებს ნინი დედალამაზიშვილი ივანიშვილის პარტიის საარჩევნო პროპაგანდას და იერიშებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე. "მგზავრების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერისთვის მერის თავის მართლების მცდელობა, თითქოს მუსიკალურმა ჯგუფმა ბულინგს ვერ გაუძლო, სასაცილოა.
კახა კალაძემ დღეს ვერ ახსნა, რატომ ჩანიშნა ღონისძიება იმ დღეს, როცა მთელი ქვეყანა ქუჩაში ერთი სათქმელით გამოდის. "მგზავრების" უარმა მთელ ქვეყანას დაანახა, რომ მორალურად ყველასთვის დამაზიანებელია "ქართულ ოცნებასთან" ასოცირება.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.