წინასაარჩევნო რეპრესიების სავარაუდო ფაქტი აჭარაში - თანამდებობა პროფკავშირების თავმჯდომარეს დაატოვებინეს
აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარე დაკავებული თანამდებიდან გაათავისუფლეს. არადა, ზურაბ ცეცხლაძეს დღეს 4 წლიანი მუშაობის ანგარიში უნდა წარედგინა. პროფკავშირების უკვე ყოფილი თავჯდომარე ამბობს, რომ მიზეზი მისი შვილის აქტიურობაა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა რუსული კანონი გააპროტესტა, ყოველდღიური წნეხი და მუქარები უფრო მეტად გაძლიერდა. კაცი ამტკიცებს, რომ მისი მოშორება "ქართულ ოცნებას'' გადაწყვეტილი ჰქონდა, უბრალოდ, ამისთვის შესაბამის მომენტს ეძებდნენ: იყო მუქარა, დაშინება, კაბინეტში შევარდნა.
აჭარის პროფკავშირების უკვე ყოფილი თავმჯდომარე დანებებას არ აპირებს. ზურა ცეცხლაძე სამართლებრივ დავას აანონსებს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.