კულტურის სამინისტროს ახალი მინისტრი ეყოლება - ვინ არის თინათინ რუხაძე
თეა წულუკიანის მძიმე მემკვიდრეობას თინათინ რუხაძე იბარებს. კულტურის ახალ მინისტრი ირაკლი კობახიძემ დღეს წარადგინა. რუხაძე "ქართული ოცნებისთვის" კარგად ნაცნობი და სანდო პარტიული კადრია. მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას შორის ის თბილისის საკრებულოში მრჩევლის თანამდებობას იკავებდა და ამ დრომდე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად მუშაობდა.
კულტურის ახალ მინისტრს "ქართული ოცნებისადმი" საკუთარი აღფრთოვანება დღეს არ დაუმალავს, მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრს ნდობისთვის, თუმცა ერთი სიტყვითაც არ უხსენებია თეა წულუკიანი და მისი საქმიანობა.
სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუხაძე პარტიის დავალებებს ზედმიწევნით შეასრულებს, რადგანაც მისი სამუშაო გამოცდილების 35 წლის განმავლობაში, ყოველთვის პარტიას და მთავრობის სამსახურში იყო. გარდა ამისა, სამინისტროში ისევ რჩებიან წულუკიანის მოადგილეები, რომლებიც ყოფილი მინისტრის ყველა შესაძლო დანაშაულის თანამონაწილეები იყვნენ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.