თუ ქოცი რჩება ხელისუფლებაში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებაც შეუძლებელი იქნება - ცისკარიშვილი

19.10.24 11:21
თუ ქოცი რჩება ხელისუფლებაში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებაც შეუძლებელი იქნება - ცისკარიშვილი

"ოცნებამ" ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პარტნიორებმა უკვე ნათლად დაინახეს, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ევროკავშირისგან და აშშ-გან აბსოლუტურად განსხვავებული მისწრაფებები და ღირებულებები აქვთ, ამიტომ ცხადად ამბობენ, რომ "ოცნების" მმართველობის პირობებში ამ ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია. 


იმდენად ჩამოიხსნეს ნიღაბი და დაანახეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური და საგარეო ღირებულებები და მისწრაფებები აქვთ მათ, ვიდრე იგივე ქართველ ხალხს, ვიდრე ეს არის ევროპაში, აშშ-ში, რომ არ ურთიერთობების აღდგენა, შეწებება არის წარმოუდგენელი. თუ ქოცი რჩება ხელისუფლებაში, ჩვენ აღარ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებაზეც ოცნება უკვე შეუძლებელი იქნება, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 
 

"მზადება რუსეთისგან მომავალი გრძელვადიანი საფრთხეებისთვის" - სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს ანგარიშს ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია, სადაც საქართველო 49-ჯერ არის მოხსენიებული.

ჰელსინკის კომისია წერს, რომ "[საქართველოს] მთავრობა ღიად ანტიდასავლურია და ის სულ უფრო მეტად მეგობრული [ხდება] რუსეთის მიმართ, რასაც მოსახლეობა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება".

 

მსგავსი სიახლეები