საქართველოს ბედი წყდება: ვიყოთ ევროპულ დაცულობაში თუ რუსულ დაუცველობაში - ლაშა ბუღაძე

19.10.24 11:48
საქართველოს ბედი წყდება: ვიყოთ ევროპულ დაცულობაში თუ რუსულ დაუცველობაში - ლაშა ბუღაძე

20 ოქტომბრის მარში მოახლოებული არჩევნებისთვის შემზადებაა, - ამის შესახებ მწერალი ლაშა ბუღაძე საუბრობს. მისი თქმით, ეს გაზაფხულის აქციების კულმინაცია იქნება, სადაც ქართველი ხალხი საკუთარ ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. მისი თქმით, სწორედ ახლა წყდება საქართველოს ბედი: ვიყოთ ევროპლ დაცულობაში თუ რუსულ დაუცველობაში. 

ეს არის წინასწარი შემზადება იმ მნიშნელოვანი დღისთვის, რომელიც დადგება 26 ოქტომბერს და ეს პროცესი გრძელდება, რომელიც გაზაფხულზე დაიწყო, დიდი აქციების. კულმინაციური ეტაპი იქნება 20 ოქტომბერს და რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვანი ჩვენი ენერგიის და ყველანაირი პოზიტიური სამოქალაქო თვისების კულმინაცია უნდა მოხდეს 26 ოქტომბრისთვის. წყდება საქართველოს ბედი, ჩვენ ვიყოთ ევროპულ დაცულობაში თუ რუსულ დაუცველობაში, - ამბობს ლაშა ბუღაძე.

არჩევნებამდე 6 დღით ადრე, 20 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური მარში მოეწყობა.  17:00 საათზე დაიწყება და მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".

მსგავსი სიახლეები