არჩევნების სავარაუდო გაყალბების სქემა იშიფრება - მოქალაქეების წერილები "პირველებს"
არჩევნების სავარაუდო გაყალბების სქემა - არჩევნების მოახლოებასთან ერთად "პირველების" რედაქციაში მოქალაქეების სულ უფრო მეტი წერილი შემოდის. გვწერენ, რომ "ქართულ ოცნებას" საჯარო მოხელეებზე ნამდვილი ტერორი აქვს გამოცხადებული. ტერორი მიდის, სავარაუდოდ, სკოლებშიც. პედაგოგებს ავალებენ, რომ პირადობის მოწმობები შეაგროვონ და პარტიულ აქტივობებზე მოსწავლეების მშობლებთან ერთად იარონ.
საჯარო მოხელეები ანონიმურის დაცვის პირობით ამბობენ, რომ უკანონო ქმედებებში რესურსცენტრებია ჩართული. ირკვევა, რომ ვინც მითითებას არ დაემორჩილება, მას სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან.
მასწავლებლებს დავალებული აქვთ, მინიმუმ, 15 პირადობის მიტანა და 3 მშობლის წაყვანა პარტიულ აქციაზე. უხდიან 50 და 100 ლარებს შესრულებული საქმის მიხედვით. თუ მშობელი უარს იტყვის, ბავშვების შევიწროების ქვეტექსტი უდევს მთელ ამ ამბავს. ფაქტობრივად, კრიმინალია. ყველა სკოლაში ეს ამბავია და რესურსცენტრის ხელმძღვანელები დირიჟორობენ. მე თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან. ოჯახის წევრი მუშაობს და შეიძლება გაგვირთულონ ცხოვრება, - ნათქვამია ერთ-ერთი მოქალაქის წერილში.
ვარ საჯარო მოხელე. ჩემი პირადობის ნომერი მომთხოვეს და კიდევ 5 პირადი ნომერი. ვერ მივუტანე და გავიგე, რომ არჩევნების შემდეგ სამსახურიდან გაშვებას მიპირებენ რა ვქნა არ ვიცი, - წერს მოქალაქე.
საკმაოდ დიდ თანხას უხდიან სვანეთში, თუ არ ვცდები, სოც დახმარების სახით. ვინმე ლიპარტელიანის, რომელიც ქოცების სიითაა, ახლობლები და შორებლებიც, ურეკავდა აქაურ ქართველებს და პასპოსრტის ასლის ჩაგდებას სთხოვდა. გულზე ვარ გამსკდარი, რა მექანიზმები ჩართეს, რომ მხოლოდ ეს სჭირდებათ გასაყალბებლად. აქ მცხოვრები სვანები რეკავდნენ, 5-5 პასპორტის ასლს ითხოვდნენ. სავარაუდოდ, ლიპარტელიანის გარემოცვის ბრძანებით, - წერს მოქალაქე.
რკინიგზელებს, შეიძლება ითქვას, ატერორებენ. ღიად ეუბნებიან, რომ მოიტანონ თავიანთი ოჯახის წევრების პირადობები და რეგისტრაციის მისამართები. რა თქმა უნდა, რაღაცის სამაიმუნოდ უნდათ ანუ გასაყალბებლად, - წერს საჯარო მოხელე.