ნუ ჩაერთვებით პირადობის მიქირავების სისხლის სამართლის დანაშაულში - გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს აფრთხილებს

19.10.24 14:11
 ნუ ჩაერთვებით პირადობის მიქირავების სისხლის სამართლის დანაშაულში - გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს აფრთხილებს

კოალიცია "ერთიანობა ნაცონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს აფრთხილებს, არ ჩაერთონ "ოცნების" უკანონო ქმედებებში და არ აყვნენ პროვოკაციებს. ოპოზიციონერმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე ყურადღება ორ მნიშნელოვან საკითხზე გაამახვილა. ვაშაძის თქმით, ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ხმები დაცულია და ვერავინ შეძლებს გაიგოს, ვის მისცეს ხმა. 

ამასთან, გიორგი ვაშაძე "ოცნების" მიერ მოქალაქეებისთვის პირადობის ჩამორთმევის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, პირადობის მიქირავება, რასაც მმართველი პარტია ადამიანებისგან ითხოვს, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამიტომ, აფრთხილებს ყველას, უარი თქვან მსგავს დანაშაულში მონაწილეობაზე. 

„ქართული ოცნება“ გამანადგურებლად მარცხდება და ჩვენ ამას ვიზილავთ ზუსტად ერთ კვირაში. მაგრამ, ახლა ისინი ცდილობენ, დეზინფორმაციები გაავრცელონ და მე მინდა, ორ კონკრეტულ საკითხს გამოვეხმაურო: პირველი, ეს არის ხმის მიცემის ფარულობა. მეგობრებო, თქვენი ხმა, ვის აძლევთ ხმას, ვერავინ გააკრვევს და არის ფარული. გასნაკუთრებით დაცულია ეს ხმები იმ ტექნოლოგიების გამოყენებაში, რომელიც ახლა იქნება პირველად ამ არჩევნებზე და ასევე ქაღალდით მიხს მიცემის დროს, ტრადიციული მეთოდით. ყველა დეზინფორმაცია, რითაც ცდილობენ თქვენს მოტყუებას მარცხისთვის განწრიული ქოცები, არ დაუჯეროთ, თქვენი ხმა არის დაცული. უფრო მეტიც, ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ მათ მოვუსპეთ შესაძლებლობა, მანიპულაცია მოახდინონ ხმის დათვლის დროს. 

მეორე, მნიშნელოვანი საკითხი: ჩვენ ვადევნებთ თვალყურს უსუსრ მცდელობას „ქართული ოცნების“ მეცინება ამაზე, მათ დანერგეს ახალი სერვისი - პირადობის დაქირავება. ახლა დადიან და უნდათ, რომ პირადობა დაიქირავონ. მეგობრებო, ვინც ამ საქმიანობაში ხართ ჩართული, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. „ქართული ოცნება“ გამანადგუერბლად მარცხდება და მე მინდა, ყველას, ვისაც გავალებთ ეს პოლიტიკური ჯგუფი პირადობის გაქირავების სერვისშ ჩაერთოთ, ყველამ უარი თქვათ ამ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე. იმარჯვებს ქართველი ხალხი და ვერანაირი თაღლითური სქემა ვერ იმუშავებს, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 
 

მსგავსი სიახლეები