საქართველოს ივანიშვილის პირობებში ელის რუსეთი, რკინის ფარდა, ავტოკრატია და ტოტალიტარიზმი - თამაზ დათუნაშვილი

19.10.24 14:25
საქართველოს ივანიშვილის პირობებში ელის რუსეთი, რკინის ფარდა, ავტოკრატია და ტოტალიტარიზმი - თამაზ დათუნაშვილი

საქართველოს ივანიშვილის პირობებში ელის რუსეთი, რკინის ფარდა, ავტოკრატია და ტოტალიტარიზმი, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამაზ დათუნაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამას ცხადყოფს ჰელსინკის კომისიის ახალი დასკვნაც, რომელიც ქართველმა ხალხმა მორიგ გაფრთხილებად უნდა მიიღოს.   

ჰელსინკის კომისიის ეს დასკვნა უნდა მივიღოთ როგორც კიდევ ერთ-ერთი შეგონება და გაფრთხილება 26 ოქტომბრის წინ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ საქართველოს ივანიშვილის პირობებში ელის რუსეთი, რკინის ფარდა, ავტოკრატია და ტოტალიტარიზმი და მეორე მხარეს, „ძლიერი საქართველოს“ არჩევის შემთხვევაში და ოპოზიციური სპექტრის არჩევბის შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ იმ სვლას დასავლეთისკენ, რომელიც ყველას უნდა, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.  

"მზადება რუსეთისგან მომავალი გრძელვადიანი საფრთხეებისთვის" - სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს ანგარიშს ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია, სადაც საქართველო 49-ჯერ არის მოხსენიებული.

ჰელსინკის კომისია წერს, რომ "[საქართველოს] მთავრობა ღიად ანტიდასავლურია და ის სულ უფრო მეტად მეგობრული [ხდება] რუსეთის მიმართ, რასაც მოსახლეობა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება".

 

მსგავსი სიახლეები