"ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" საბჭოთა წარსულის კვლევის მემორანდუმს ხელი მოაწერა
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამაც" მოაწერა. მემორანდუმი ითვალისწინებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობითა და პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შექმნას ოთხი პრიორიტეტული ამოცანით.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქით, "ოცნება" ახლა საბჭოთა არქივებზე დაშვებას კრძალავს, რადგან ბოლშევიკების გაგრძელებლად საკუთარი თავი მიაჩნია, რისი გამოააშკარავებაც არ სურს.
ე.წ. „ქართული ოცნება“ კრძალავს ეროვნულ არქივებზე, საბჭოთა დაშვებას, რადგან მათ ერთგვარად საკუთარი თავი, საკუთარი ხელისუფლება მიაჩნიათ ბოლშევიკების გაგრძელებად. პრაქტიკულად, ერთი დნმ-ით ცხოვრობენ და ცოცხლობენ. წარმოუდგენელია არქივებზე დაშვება ნებადართული იყოს იგივე რუსეთში და „ოცნება“ ამას კრძალავს, რადგან მათ ერიდებათ იმ ისტორიების გამოაშკარავების, რაც გასული საუკუნის პირველ ნახევარში ხდებოდა, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.