"ზურგში წიხლი ჩამარტყეს და საღებავი გადამასხეს" - ბადრი ოყუჯავა ამბობს, რომ მასზე თავდასხმა პოლიტიკურად მოტივირებულია

19.10.24 15:25
"ზურგში  წიხლი ჩამარტყეს და საღებავი გადამასხეს" - ბადრი ოყუჯავა ამბობს, რომ მასზე თავდასხმა პოლიტიკურად მოტივირებულია

საბჭოთა კავშირის ლაბორატორიის მკვლევარი, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს ჯგუფურად დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, "პირველებთან" მომხდარის შესახებ ყვება. ბადრი ოყუჯავა ამბობს, რომ სამსახურში მიდიოდა, რა დროსაც მაც თავს 10-მდე ადამიანი დაესხა. მისი თქმით, დამნაშავეებს შორის იყვნენ ქალებიც. 

ოყუჯავა, რომელიც ასევე აქტივისტიც არის, დარწმუნებულია, რომ თავდასხმა წინსაწარ იყო დაგეგმილი და ის პოლიტიკურად მოტივირებული იყო.  მისი თქმით, მოძალადეები მას ზურგში ურტყამდნენ, შემდეგ კი საღებავი გადაასხეს. 

ორის ნახევარი იყო, მოვდიოდი სამსახურში, უკნიდან გავივე ძახილი, "ბიჭო, გაჩერდიო", მოვიხედე, ამ დროს ვნახე, რომ ვიღაც ტიპი, ჩემზე ოდნავ დიდი, მორბოდა ჩემსკენ, დამიჭირა "შენ ხარ, გიპოვეო, ვინც აქ ქუჩებს ღებავსო". შემდეგ დარეკა სადღაც, მოვიდა ჯგუფი, სამეზობლოც გამოვიდა. თავიდან ადგილზე ვინც იყო, ის ხალხი მირტყამდა, მერე უკვე მანქანიდან გადმოვიდნენ ოთხნი, შედარებით უფროსები იყვნენ ასაკით, 50-60 წლამდე იყო ერთი ტიპი, სათვალიანი, დიდი, რომელმაც წიხლი ჩამარტყა ზურგში, შემდეგ საღებავებით, როგორც მეტყობა სახეზე, შემღებეს. ტელეფონი წამართვეს, დამიბრუნეს ტელეფონი როდესაც უკვე აქ ვიყავი ბოლოშ გამოსული. სათვალე გამიტეხეს, ქუდი წამართვეს. მიზეზს მეუბნებოდნენ, რომ მე დავდივარ და ქუჩებზე ვწერ, რომ "ქოცობა მონობაა" და დიახ, ქოცობა მონობაა. ადამიანის იდენტიფიცირება ანუ იმისი, ვინც დამიჭირა და ვინც დარეკა, რის შემდეგაც ჯგუფი მოვიდა, მათი იდენტიფიცრება ძალიან მარტივია, თუმცა მე არანაირი იმედი არ ამქვს, რომ ეს ამ ერთ კვირაში, არჩევნებამდე რამე შეიცვლება და არჩევნების მერე ალბათ ყველა ამ ჯგუფური ძალადობის გამო აგებენ პასუხს, - ამბობს ოყუჯავა.   

ამ წუთებში მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამარტალდამცველები თავდამსხმელებს ჰკითხავენ.  ერთ-ერთი თავდამსხმელი "პირველებს" უდასტურებს, რომ მომხდარში მონაწილეობდა. მან პირდაპირ თქვა, რომ ამის მიზეზი ოყუჯავას ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობა იყო. 

ოფიცილაური ჩვენება დაზარალებულს ჯერ არ მიუცია, უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიებაც. 

მსგავსი სიახლეები