"ოცნების" პროპაგანდა, თითქოს გაიგებენ ვინ ვის მისცა ხმა, არის დიდი ტყუილი! არ შევშინდეთ - სოფო ჯაფარიძე

19.10.24 15:32
"ოცნების" პროპაგანდა, თითქოს გაიგებენ ვინ ვის მისცა ხმა, არის დიდი ტყუილი! არ შევშინდეთ - სოფო ჯაფარიძე

"ქართული ოცნების" პროპაგანდა, თითქოს გაიგებენ, ვინ ვის მისცა ხმა 26 ოქტომბერს, ეს არის სიცრუე, - ამის შესახებ  სამგორში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ხალხში ამაღლებული განწყობაა და ცხადია, რომ ყველას არჩევანი ევროპაა და არა სიღატაკეში ცხოვრება. 

სამგორის რაიონში ვხვდებით მოსახლეობას, უამრავ ადამიანს შევხვდით და, ცხადია, გამარჯვების განწყობაა, ძალიან ამაღლებული. ხალხს ვესაუბრებით იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არჩევნებია 26 ოქტომბერს და რომ ამ დღეს ჩვენ, რეალურად, ვირჩევთ ან ევროპას, ან რუსეთს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ქვეყანაში იმ სიღატაკეს, იზოლაციას, საითაც "ქართულ ოცნებას" მივყავართ. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს ასევე იმაზე, რომ ტყუილია "ქართული ოცნების" პროპაგანდა, თითქოს გაიგებენ, ვინ ვის მისცა ხმა 26 ოქტომბერს: ეს არის სიცრუე და გარანტირებულად შემიძლია ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, რომ ვერასდროს ვერავინ გაიგებს, ვის მისცემენ ხმას. ასე რომ, არაფრის შეგეშინდეთ, დავდგეთ ქართველი ხალხის მხარეს, დავდგეთ ევროპული მომავლის მხარეს და 26 ოქტომბერს ყველამ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები