ერთ კვირაში ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ ოლიგარქიაზე - ირაკლი ნადირაძე

19.10.24 15:36
ერთ კვირაში ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ ოლიგარქიაზე - ირაკლი ნადირაძე

ერთ კვირაში ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ ოლიგარქიაზე, იმ ჭაობზე და მავნებლობაზე, რაც ბოლო 12 წელი იყო,  - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, საქართველო ძალიან სწრაფად უნდა წავიდეს წინ, ევროპული კეთილდღეობისკენ და ამის გარანტი სწორედ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა".

ვაგრძელებთ მოსახლერობასთან შეხვედრებს, ამჯერად სამგორის რაიონში. არაჩვეულებრივი განწყობაა და ერთ კვირაში ყველამ ერთად უნდა ვიზეომოთ გამარჯვება რუსულ ოლიგარქიაზე, იმ ჭაობზე და მავნებლობაზე, რაც ბოლო 12 წელი იყო და ძალიან სწრაფად, ერთ კვირაში უნდა წავიდეთ ევროპისკენ, სადაც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ევროპული კეთილდღეობით. ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრნი მივიდეთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე და გავაფერადოთ ხუთიანი, ერთიანობა, რაც ნიშნავს კეთილდღეობას, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, მეტ პენსიას, უკეთეს განათლებას და ყველა იმ სიკეთეს, რასაც ევროპისკენ სვლა გვპირდება", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები