შანტაჟი და დეზინფორმაცია "ოცნების" სასარგებლოდ - ცესკოს ერთ-ერთ თავმჯდომარეს ემიგრანტები დაშინებაში ამხელენ
ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალ სკანდალში ეხვევა. საარჩევნო კომიისის ერთ-ერთ თავმჯდომარეს ემიგრანტების ტერორსა და დაშინებაში ამხელენ. ირკვევა, რომ ამერიკაში მცხოვრებ მოქალაქეებს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ტყუილებით აშანტაჟებს და ამ მეთოდებით აიძულებს, ხმები "ოცნებას" მისცენ. ახლაგაზრდა ქალი სცოაილური ქსელით ემიგრანტებს მიმართავს და ეუბნება, რომ "ოცნების" წაგების შემთხვევაში მათ ამერიკიდან დაადეპორტებენ.
საკითხი დღეს ცესკოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დასვა და თქვა, რომ მსგავსი აგიტაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ამის აღსაკვეთად სწორედ ცესკომ უნდა იზრუნოს. შენიშვნის პასუხად, სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ თქვა, რომ საკითხს არ იცნობს.
ეს არის, ბუნებრივია, კანონდარღვევა, ეს იმდენად აშკარაა, ჩვენ შევამოწმეთ ამ ადამიანის ვინაობა, რომ არავის გაუპროტესტებია, მათ შორის არც „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულ წევრს, თუმცა მე ვფქირობ, რომ ის კამპანია, რომელიც ემიგრანტებთან მიმართებაში არსებობს, დაშინების კამპანია, დეზინფორმაციის შეგნებული გავრცელება, ეს არის იმის გამოხატულება, რომ დაინახა ხელისუფლებამ, თუ რამდენად დიდია მობილიზაცია ემიგრანტების, - ამბობს ცესკოს ოპოზიციონერი წევრი გიორგი სიორიძე.