"საქართველო ირჩევს ევროპას" - ხელოვანები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ხვალინდელ მარშს შეუერთდნენ

19.10.24 16:25
"საქართველო ირჩევს ევროპას" - ხელოვანები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ხვალინდელ მარშს შეუერთდნენ

ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელი და მოდით ევროპული მომავლის გადასარჩენად -  ხელოვანები მოქალაქეებსს მოუწოდებენ, არ გაუშვან შანსი ხელიდან, რომ საქართველოს ხმა ევროპას კიდევ ერთხელ გააგონონ. 

რეჟისორი დათა თავაძე ამბობს, რომ ხვალინდელი მარში ასევე არის გზავნილი ხელისუფლებისთვისაც, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი კონსტიტუციის დარღვევას არცერთ ხელისუფლებას არ აპატიებს. 

„საქართველო ირჩევს ევროპას“ - ეს არის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით მთელ მსოფლიოში უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, სად არის ეს ქვეყანა და საით უნდა ამ ქვეყანას რომ წავიდეს.
მეორე მხრივ, ეს არის გზავნილი ჩვენი ხელისუფლებისადმი, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ ვპატიობთ არცერთ ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევას. ჩვენ ვირჩევთ ევროპას ანუ ჩვენ ვირჩევთ ისეთ საქართველოს, სადაც ყველაზე სუსტის ხმა ისმის, მისი ხმა არის დაცული, მისი გამოხატვის თავისუფლებაა დაცული, - ამბობს დათა თავაძე. 

 

ევროპულ მარშს შეუერთდება მომღერალი თემუკა დიასამიძეც. მისი თქმით, მნიშნელოვანია, ხვალინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იდგეს, რაც გამარჯვების მოტივაციას კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს.  

მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყოს, რომ კიდევ ერთხელ ერთმანეთს მივცეთ მოტივაცია და დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ და დავანახოთ ევროპას, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში. აქტიურობა უნდა იყოს ძალიან დიდი 26-ში და მგონია, რომ ეს ხვალინდელი აქციაც ხელს შეუწყობს ხალხს, რომ რაღაცნაირად ძალა და მოტივაცია მისცეს დამატებით კიდევ, რმო მივიდნენ არჩევნებზე, - ამბობს თემუკა დიასამიძე. 

არჩევნებამდე 6 დღით ადრე, 20 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური მარში მოეწყობა.  17:00 საათზე დაიწყება და მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში". 

მსგავსი სიახლეები