რუსთავში, სუპერმარკეტ "მადაგონში და "ფარმა სახლში" "ოცნების" მხარდამჭერებს 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ - თამარ კორძაია

19.10.24 16:45
რუსთავში, სუპერმარკეტ "მადაგონში და "ფარმა სახლში" "ოცნების" მხარდამჭერებს 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ - თამარ კორძაია

კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მორაობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია "ოცნების" მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობს. კორძაიას თქმით, რუსთავში  სუპერმარკეტ "მადაგონში" და ფარმაცევტულ კომპანია "ფარმა სახლში"  50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ ადამიანებს, ვინც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. 

ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, მომხდარით დაინტერესდნენ. 

„ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონდარღვევებით წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას. დღეს რუსთავში ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან აღმოჩენილ იქნა სუპერმარკეტში "მადაგონი" და ასევე, ფარმაცევტულ კომპანია "ფარმა სახლში" კანონდარღვევები, რომელიც ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას. 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ეს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ასევე, სისხლის სამართლის დანაშაული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტებით და სათანადოდ გამოიძიონ, მონახონ ის პირები, ვისი დავალებითაც ხდება ამ კანონდარღვევების შესრულება და წარდგნენ აუცილებლად დამნაშავეები სამართლის წინაშე.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და მომავალში დამატებით მოგაწვდით ადამიანების მიწერასთან დაკავშირებით მისამართებზე მესაკუთრეების თანხმობის გარეშე. ასეთი არის მრავლად, ჩვენ ახლა ვაზუსტებთ ამ მონაცემებს და უახლოეს დღეებში დამატებით ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. 

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ის რაც ხდება რუსთავში, კერძო კომპანიების, ბიზნესის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, არის დანაშაული და თითოეული მათგანი, ვინც ამას აკეთებს აუცილებლად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  - განაცხადა თამარ კორძაიამ. 
 

მსგავსი სიახლეები