"რატომ ჩამოდის? რა გაუკეთა ხალხს?!" - ქუთაისელების პასუხი ივანიშვილს
"ქართული ოცნება" რეგიონულ ტურნეს განაგრძობს. საგანგებოდ ბიძინა ივანიშვილისთვის დამზადებულ შუშის ოთახს დღეს ქუთაისში ჩადგამენ. ოლიგარქი წლების შემდეგ პირველად მიმართავს ქუთაისის მოსახლეობას.
ქუთაისელებს ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა არ აინტერესებთ, რადგან ხალხი გაბრაზებულია.
რატომ ჩამოდის? რა უნდა? ქუთაისს გაუკეთა რამე და საერთოდ, საქართველოს გაუკეთა რამე? სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია. კაცი, რომელიც ქართველ ერს იმას მოუწოდებს, რომ დაუჩოქეთ რუსეთსო, მაგ კაცზე საუბარი ზედმეტია, - ამბობს ადგილობრივი.
არ გაუხარია მის გვარს და ჯილაგს, ასე გადაეცი. პირში ვეტყოდი, ბოდიში მოუხადეთ რუსებსო, ჩვენს მკვლელებს. თვითონ რას იტყვის? მორიგ ტყუილს, - ამბობს ქუთაისის მკვიდრი.
ნუ მეტყვით ბიძინა ივანიშვილზე საერთოდ რამეს, რას აკეთებს ხალხისთვის? 20 ლარს რომ პენსიას გადმოგიგდებს, - ამბობს ადგილობრივი.
სავარაუდოა, რომ დღესაც "ოცნება" ბალახვანის გადასავსებად საჯარო მოხელეებს მოაბილიზებს.