სკანდალი: ივანიშვილი საეჭვო წამლებს პირად ექიმბაშს საქართველოდან საიდუმლო სამსახურის საშუალებით უგზავნიდა - ჟურნალისტური გამოძიება

19.10.24 20:25
სკანდალი: ივანიშვილი საეჭვო წამლებს პირად ექიმბაშს საქართველოდან საიდუმლო სამსახურის საშუალებით უგზავნიდა - ჟურნალისტური გამოძიება

"მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - ბიძინა ივანიშვილი საეჭვო ნივთიერებებს მის პირად ექიმბაშს საქართველოდან, საიდუმლო სამსახურის საშუალებით უგზავნიდა.

"შაბათის ეთერის" რესპოდენტის მონაყოლის თანახმად, მინის 54 ფლაკონში დაფასოებულ ნივთიერებებს საეჭვო შემადგენლობა ჰქონდა, საბაჟო მას არ გაატარებდა, სუს-მა შუამავალი იპოვა.  ირკვევა ისიც, რომ ბიზნესმენი, ვისაც ტვირთის გადატანა საკუთარ თავზე უნდა აეღო და საიდუმლო მისია შეესრულებინა, გიორგი ჩიკვაიძე იყო. მისი თქმით, ფაქტი 2021 წლის 27 აპრილს მოხდა. 

ჩიკვაიძის თქმით, საიდუმლო ტვირთის გადამტანს არც ის უთხრეს, რა იდო დასკოჩილ ყუთში, აფრთხილებენ, რომ შიგთავსი ისეთი იყო, ფოსტით ვერ გააგზავნოდნენ, თუმცა დაამშვიდეს, რომ არ უნდა შეშინებოდა, რადგან საქართველოს საბაჟოზე სუსს მოგვარებული ჰქონდა და გზავნილს არავინ შეამოწმებდა. 

მეტიც, მისივე თქმით, უთხრეს, რომ ოლიგარქის ამანათის გამცილებელ ძალოვნებს, საეჭვო ტვირთის გატარების საკითხი, თურქეთშიც კი დალაგებული აქვთ. 

"მიკავშირდება "ქართუს" შესყიდვები და სუსი, 1 სამსახური უნდა გაგვიწიოთ, ბიძინას და ეკას გზავნილი უნდა ჩაუტანოთ იულიას. ნარკოტიკი არ არის, ეთერზეთებია, რომელიც არ ექვემდებარება ტრანსპორტირებას, ჩვენ მოვაგვარებთ აქ და შენ იქნებ მონტენეგროში გაძვრეო"- ამბობს ბიზნესმენი. 

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, მონეტენეგროში, ბიძინა ივანიშვილის გაახალგაზრდავების ექსპერტთან, მხოლოდ საიდუმლო ნივთიერებებით სავსე ფლაკონების ჩასატანად არ მიდიოდა. ოლიგარქის ოჯახმა, ექიმბაშ იულია კრუშანოვასთვის საჩუქებლად, ჩიკვაიძის კომპანიისგან  იახტა იყიდა. ეს რამდენიმე მილიონიანი ძღვენი კრუშანოვასთვის, მონტენეგროს ზღვისპირა ქალაქში უნდა გადაეცათ. 

ჩიკვაიძის თქმით, ივანიშვილს, მინის 54 ფლაკონში მოთავსებული ნივთიერებების ადრესატამდე მიტანა ისე ეჩქარებოდა, რომ საქმეში მთელი სუსი იყო ჩართული. ბიზნესმენ ჩიკვაიძესთან კონტაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ზურა ყანჩაველი იყო.

"შაბათის ეთერის" რესპოდენტის თქმით, ყანჩველის ჩართულობით, გიორგი ჩიკვაიძე და მისი თანმხლები პირი თვითმფრინავში ისე აიყვანეს, რომ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი არც კი გაუვლიათ. 

დაუჯერებელი ამბები  მტკიცებულებებით დასტურდება. ჩვენს ხელშია სუსის საიდუმლო აგენტის ზურაბ ყანჩაველისა და ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის მიმოწერა. ყანჩაველი ჩიკვაიძეს, რომელსაც ივანიშვილის ექიმბაშთან საიდუმლო ტვირთი მიჰქონდა, იქამდე წერდა, ვიდრე არ დარწმუნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გზავნილი სამშვიდობოს ჩავიდა. 

"შაბათის ეთერისთვის" მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს ჯგუფი, რომელიც პირადად ოლიგარქს და მის ოჯახს ემსახურება. 2022-2023 წლებში, სუსიდან, ივანიშვილის ოჯახზე მიმაგრებული საიდუმლო აგენტი ზურაბ ყანჩაველი იყო. 

ივანიშვილის საეჭვო წამლები - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი
 

მსგავსი სიახლეები