პოლიციელი, რომელიც სისტემამ განსაცდელში მიატოვა - შვილმკვდარი დედა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

19.10.24 20:45
პოლიციელი, რომელიც სისტემამ განსაცდელში მიატოვა - შვილმკვდარი დედა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

შვილმკვდარი დედა სისტემის წინააღმდეგ - შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკის, ერეკლე ჩხიკვაძის დედა, ქეთევან ჩემია შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში შსს-ს ადანაშაულებს. 

მისი თქმით, გომელაურის უწყებამ თანამშრომელი, რომელიც სისტემას 23 წელიწადი ემსახურა, განსაცდელში მიატოვა მისი ობლები კი გაწირა. 

ვიცე პოლკოვნიკმა გავრილოვის ღამეს, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, ჩოჩქოლის და არეულობის დროს, თავში ბლაგვი საგანი მოხვდა და მძიმე დაზიანება მიიღო. 

როგორც პოლკოვნიკის დედა ამბობს, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ ეს საქმე პროპაგანდისთვის გამოიყენა, ის განსაცდელში მიატოვეს. 

ქალი პოლიციელებს მიმართავს და ამბობს, რომ ამ ქვეყანაში მათ სიცოცხლეზე არავინ ზრუნავს. 

დედის მტკიცებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელმა ისეთი დაზიანება მიიღო, რამაც ფსიქიკური აშლილობა გამოიწვია, თუმცა სამინისტრომ ის მიატოვა. 

2022 წლის 2 ნოემბერს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დედის თქმით მიზეზი ფსიქიკური აშლილობა იყო, რომელიც მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განუვითარდა. მისი თქმით, ეს მძიმე შედეგი არ დადგებოდა, რომ სამინისტროს თურქი ექიმების რეკომენდაცია შეესრულებინა და ჩხიკვაძე რამდენიმე თვიანი ინტერვალით სამედიცინო შემოწმებაზე თურქეთში წაეყვანა. 

მეტიც ირკვევა, რომ პოლიციელის სიკვდილის  შემდეგ, სამინისტრომ  ერეკლე ჩხიკვაძის ობლებს კანონით განსაზღვრული კომპენსაციის მიღებაზე უარი უთხრა. 

გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახი დახმარებას ითხოვს - თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები