პრეზიდენტი: ამ 4 პარტიისთვის მიცემული ხმები მიგვიყვანს ევროპაში

19.10.24 22:00
პრეზიდენტი: ამ 4 პარტიისთვის მიცემული ხმები მიგვიყვანს ევროპაში

ოთხი მთავარი პარტია სრულიად ერთგული რჩება ქარტიისა - იმ სამოქმედო გეგმისა, რომელიც დაგვაბრუნებს ევროპაში. ამ გზაზე წავალთ ერთად, ჩემთან ერთად, როგორც ქარტიის ინიციატორთან და ქარტიის გარანტორთან ერთად! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ პარტიებისთვის მიცემული ხმების ჯამი ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ გზაზე:

ის 4 მთავარი პარტია, იმიტომ რომ სხვებმაც ხელი მოაწერეს ქართულ ქარტიას და არასდროს მინდა დავივიწყო ისინიც, ის 4 მთავარი პარტია, რჩება სრულიად ერთგული ქარტიისა ანუ იმ სამოქმედო გეგმის, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში. ამ შემთხვევაში, ეს თქვენ გაძლევთ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროპა, ყველას აძლევს საშუალებას, რომ თავისი გემოვნებით აირჩიოს პარტია, რომელიც უფრო ახლოა მის სურვილებთან და გემოვნებასთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება რომელიმე ამ 4 პარტიიდან, ეს ხმა მიგვიყვანს ევროპაში - ჯამი ამ ხმების მიგვიყვანს ევროპაში, რადგან ეს იქნება უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც წერია ქარტიაში", - თქვა ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

 

მსგავსი სიახლეები