ოცნება პუტინის გზაზე - საქართველოში პიონერბანაკების მსგავსი ცენტრი აღადგინეს

19.10.24 22:24
ოცნება პუტინის გზაზე - საქართველოში პიონერბანაკების მსგავსი ცენტრი აღადგინეს

გომბორში, საბჭოთა კავშირის დროს, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ახალგაზრდები გადასამზადებლად მიჰყავთ - ორგანიზაცია  2023 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო  აქციების ფონზე შეიქმნა. დაახლოებით 18 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსებულ ტერიტორიაზე 
ოფიციალურად ახალგაზრდების გადამზადების ცენტრი ჰქვია. 

ცენტრს სამხედრო წოდებით, ვიცე პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი ხელმძღვანელობს. ოფიციალურად სამოქალაქო თავდაცვას ასწავლიან, თუმცა რა ხდება რეალურად ამის გარკვევას შაბათის ეთერი ადგილზე შეეცადა.  სამოქალაქო თავდაცვაში ახალგაზრდების გადამზადებაში უცნაური არაფერი იქნებოდა რომ არა რამდენიმე გარემოება. კაცი, რომლის იდეოლოგიითაც ხდება სალექციო კურსის მომზადება სოციალურ ქსელში პრორუსული განწყობებით გამოირჩევა, ლანძღავს უკრაინას და  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შესახებ  ყალბ  ცნობებს  ავრცელებს და ებრძვის ლუგარის ლაბორატორიას. ედუარდ ჯიშკარიანი   ამართლებს ბავშვებზე ძალადობასაც. 

აი, ამ  შეხედულებების კაცს ჩააბარა თავდაცვის სამინისტრომ და ვეტერანთა დეპარტამენტმა ორგანიზაცია რომელსაც „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ჰქვია.

შაბათის ეთერს წყარო უყვება, რომ ეს არ არის მხოლოდ ახალგაზრდების გადასამზადებლად, სამოქალაქო თავდაცვის შესასწავლად შექმნილი ბაზა. მისი რეალური დანიშნულება სულ სხვაა. აქ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იდეოლოგიურად უნდა გადაამზადონ და ანტიდასავლური განწყობები გაუღვივონ.

ხელმძღვანელი  პირდაპირ ამბობს,  რომ 21 საუკუნის საქართველოში პიონერთა ბანაკები გააცოცხლეს. 
ასეთი ორგანიზაციის შექმნის იდეა საქართველომდე ერთი წლით ადრე გაუჩნდათ რუსეთში.  მას ჯერ ახალი პიონერული ორგანიზაცია დაარქვეს, შემდეგ კი პუტინის დავალებით სახელი შეუცვალეს და პირველი მოძრაობა უწოდეს.

ოცნება პუტინის გზაზე - ნატა ქაჯაია დეტალებით

მსგავსი სიახლეები